1 დეკემბერი 2025

საჯარო გამოქვეყნება

news_image
მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში ადიგენის მუნიციპალიტეტის მლაშესა და მოხეს ადმინისტრაციულ ერთეულებში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერის, ტაბაწყურისა და ციხისჯვარის ადმინისტრაციულ ერთეულებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამარჯვებას, სართიჭალას, კრწანისისა და ნორიოს ადმინისტრაციულ ერთეულებში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქალაქი ლანჩხუთის, ნიგოითის, აკეთის, სუფსას, შუხუთის, ლესას, ჩიბათის, გვიმბრალაურის, აცანასა და მამათის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქალაქი ოზურგეთის, შუახევის მუნიციპალიტეტის დაბა შუახევის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კოხნარის, საჭამიასერის, ერკეთის, ფარცხმას, ბუკისციხესა და გუთურის ადმინისტრაციულ ერთეულებში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გუმბრას, გეგუთისა და ქვიტირის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ლეღვანისა და საღანძილეს ადმინისტრაციულ ერთეულებში მდებარე მიწის ნაკვეთებზე ჩატარებული საკადასტრო სამუშაოების მონაცემები საჯაროდ გამოქვეყნდა.
 
28 ნოემბრიდან 28 დეკემბრის ჩათვლით აღნიშნული ადმინისტრაციული ერთეულების ადგილობრივ მაცხოვრებლებსა და დაინტერესებულ პირებს, შესაძლებლობა აქვთ აგეგმვითი სამუშაოების შედეგებს, სარეგისტრაციო დოკუმენტაციას, გადაწყვეტილებებს აზომილ ნაკვეთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ და საკადასტრო რუკებს საჯაროდ გაეცნონ.
 
მონაცემების გაცნობა შესაძლებელია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე www.napr.gov.ge, www.slr.napr.gov.ge
ასევე
 
ადიგენის ოფიციალურ ვებგვერდზე
 
ბორჯომის ოფიციალურ ვებგვერდზე
 
გარდაბნის ოფიციალურ ვებგვერდზე
 
ლანჩხუთის ოფიციალურ ვებგვერდზე
 
ოზურგეთის ოფიციალურ ვებგვერდზე
 
შუახევის ოფიციალურ ვებგვერდზე
 
ჩოხატაურის ოფიციალურ ვებგვერდზე
 
წყალტუბოს ოფიციალურ ვებგვერდზე
 
ხარაგაულის ოფიციალურ ვებგვერდზე
 
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, მლაშესა და მოხეს ადმინისტრაციულ ერთეულებში და იუსტიციის სახლებში
 
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, დაბა წაღვერის, ტაბაწყურისა და ციხისჯვარის ადმინისტრაციულ ერთეულებში და იუსტიციის სახლებში
 
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, გამარჯვებას, სართიჭალას, კრწანისისა და ნორიოს ადმინისტრაციულ ერთეულებში და იუსტიციის სახლებში
 
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, ქალაქი ლანჩხუთის, ნიგოითის, აკეთის, სუფსას, შუხუთის, ლესას, ჩიბათის, გვიმბრალაურის, აცანასა და მამათის ადმინისტრაციულ ერთეულებში და იუსტიციის სახლებში
 
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, ქალაქი ოზურგეთის ადმინისტრაციულ ერთეულში და იუსტიციის სახლში
 
შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, დაბა შუახევის ადმინისტრაციულ ერთეულში და იუსტიციის სახლში
 
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში , კოხნარის, საჭამიასერის, ერკეთის, ფარცხმას, ბუკისციხესა და გუთურის ადმინისტრაციულ ერთეულებში და იუსტიციის სახლებში
 
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, გუმბრას, გეგუთისა და ქვიტირის ადმინისტრაციულ ერთეულებში და იუსტიციის სახლებში
 
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, ლეღვანისა და საღანძილეს ადმინისტრაციულ ერთეულებში და იუსტიციის სახლებში
 
იმ შემთხვევაში, თუკი არ ეთანხმებით საკადასტრო აღწერის (მიწის აზომვის) შედეგებს, გთხოვთ, 28 ნოემბრიდან 28 დეკემბრის 16:00 საათის ჩათვლით, მოგვმართოთ განცხადებით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, შედეგები თქვენ მიერ მოწონებულად ჩაითვლება.
 
დამატებითი კითხვის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: +(995 32) 2 405 405
 
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №798 ბრძანებით განსაზღვრულ 59 მუნიციპალიტეტში სისტემური რეგისტრაციის პროექტს ახორციელებს.