17 სექტემბერი 2026

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილედ - ნინო ბარქაია დაინიშნა

სიახლის სურათი 0
სიახლის სურათი 1
სიახლის სურათი 2
სიახლის სურათი 3
სიახლის სურათი 4
 
🔹იუსტიციის მინისტრის მოადგილემ თამარ ზოდელავამ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ახალი მოადგილე - ნინო ბარქაია სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებთან წარადგინა.
🔹შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ ყურადღება ნინო ბარქაიას კომპეტენციასა და მრავალწლიან პროფესიულ გამოცდილებაზე გაამახვილა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
🔹ნინო ბარქაიას საჯარო სექტორში მუშაობის 16-წლიანი გამოცდილება აქვს. წლების განმავლობაში ის იკავებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის პოზიციას.
🔹 ნინო ბარქაია ბელგიის ევროპის კოლეჯის მაგისტრის ხარისხს ფლობს ეკონომიკური ინტეგრაციისა და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით. აკადემიური საქმიანობის გარდა, ის ფლობს სტრატეგიული და პროექტების მართვის პრაქტიკულ გამოცდილებას.