2 ნოემბერი 2026

საჯარო რეესტრმა სტუდენტებს მეწარმეთა და იურიდიულ პირთა რეგისტრაციის საკითხები და ინოვაციური სერვისები გააცნო

სიახლის სურათი 0
სიახლის სურათი 1
სიახლის სურათი 2
სიახლის სურათი 3
სიახლის სურათი 4
საჯარო რეესტრმა სტუდენტებს მეწარმეთა და იურიდიულ პირთა რეგისტრაციის საკითხები და ინოვაციური სერვისები გააცნო
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინტერაქტიული შეხვედრების ციკლი დაიწყო.
საჯარო რეესტრის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო ბარქაიამ და სააგენტოს ბიზნესის რეგისტრაციის სამსახურის უფროსმა, ნინო მესხმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა თემაზე - „გახდი მეწარმე“ გამართეს.
ახალგაზრდები პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით მეწარმეთა და იურიდიულ პირთა რეგისტრაციის საკითხებს, სააგენტოს საქმიანობასა და ინოვაციურ სერვისებს გაეცნენ. სტუდენტებმა, ასევე, ინფორმაცია მიიღეს სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის სამართლებრივი ურთიერთობების მნიშვნელოვან თემებზე.
ყურადღება გამახვილდა საჯარო რეესტრის ინოვაციურ სერვისზე „გონიერი კონტრაქტი“, რომლის საშუალებითაც ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაცია მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან არის შესაძლებელი. პლატფორმა წარმატებით გამოიყენება უძრავი ქონების დისტანციური შეძენის პროცესშიც.
შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მეწარმეობის დაწყებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ და სარეგისტრაციო საკითხებზე მათთვის საინტერესო კითხვები დაესვათ.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში აქტიურად განაგრძობს ახალგაზრდებთან შეხვედრებს, რომლის მიზანი სახელმწიფო სერვისების შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.