5 ნოემბერი 2026

საჯარო რეესტრი ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის (NSDI) განვითარების მიმართულებით უწყებათაშორის თანამშრომლობას აგრძელებს

სიახლის სურათი 0
სიახლის სურათი 1
სიახლის სურათი 2
სიახლის სურათი 3
სიახლის სურათი 4
სიახლის სურათი 5
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის (NSDI) განვითარების პროცესში ჩართულ უწყებებთან თანამშრომლობასა და კოორდინაციას განაგრძობს.
 
სააგენტომ მორიგი სამუშაო შეხვედრა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოსა და მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან გამართა.
 
საჯარო რეესტრის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს კანონის ამოქმედებით განსაზღვრული ვალდებულებები, ეროვნული გეოპორტალის - NSDI.GOV.GE - ფუნქციონირება და მისი განვითარების პროცესი გააცნეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სივრცითი მონაცემების გამოქვეყნების სტრატეგიულ და ტექნიკურ ასპექტებს, უწყებებს შორის ინფორმაციის გაცვლისა და თანამშრომლობის მექანიზმებს.
 
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, როგორც ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის განვითარების კოორდინატორი უწყება, მონაცემების ხელმისაწვდომობასა და ერთიანი სტანდარტების დანერგვას უზრუნველყოფს.
 
ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის განვითარების სხვა ფუნქციებთან ერთად, სააგენტო პროცესში ჩართული სუბიექტების ინტელექტუალურ, ორგანიზაციულ, ტექნიკურ და ინფორმაციულ მხარდაჭერას, ასევე, მათი საქმიანობის მონიტორინგს უზრუნველყოფს.
 
ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის (NSDI) განვითარება საქართველოში მსოფლიო ბანკის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით ხორციელდება.