იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საერთაშორისო ასპარეზზე სააგენტოს ციფრული ტრანსფორმაციისა და წარმატებული ინოვაციური რეფორმების წარდგენას აქტიურად განაგრძობს.
გეოდეზისტთა საერთაშორისო ფედერაციისა (FIG) და გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის მიწის ადმინისტრირების სამუშაო ჯგუფის (UNECE WPLA) 2026 წლის საერთაშორისო კონფერენცია თურქეთის ქალაქ სტამბოლში გაიმართა.
საჯარო რეესტრის წარმატებული რეფორმები, ინოვაციური სერვისი „გონიერი კონტრაქტი“ და მიწის ადმინისტრირების ციფრული სისტემების მიმართულებით მიღწეული პროგრესი ღონისძიების მონაწილეებს გააცნო აღნიშნული მიმართულებების მენეჯერმა, ელენე გრიგოლიამ, რომელიც ასევე კოორდინაციას უწევს მსოფლიო ბანკის პროექტს სახელწოდებით - „მდგრადი სოფლის მეურნეობა, ირიგაცია და მიწა“ (GRAIL).
საერთაშორისო კონფერენციაში მომხსენებლის რანგში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის სააგენტოს წარმომადგენელს სპეციალური ჯილდო გადაეცა.
ღონისძიებაში მეზობელი ქვეყნებისა და რეგიონის მიწის ადმინისტრირების უწყებები და სფეროს წამყვანი სპეციალისტები მონაწილეობდნენ. განიხილეს ციფრული რეესტრების, კიბერუსაფრთხოებისა და სისტემების თავსებადობის, გონიერი კონტრაქტების, მიწის ადმინისტრირებაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების და სხვა სამართლებრივი, თუ ინსტიტუციური საკითხები.