24 ივნისი 2025

საჯარო რეესტრმა ბიზნესის რეგისტრაციის მიმართულებით დანერგილი სიახლეები EBRA-ს კონფერენციის მონაწილეებს გაუზიარა

news_image
news_image
news_image
news_image
 
სააგენტოს წარმომადგენლებმა ღონისძიების მონაწილეებს ბიზნესის რეგისტრაციის პროცედურებში დანერგილი სიახლეები გააცნეს და საჯარო რეესტრის გამოცდილება გაუზიარეს.
 
ბიზნესის რეგისტრაციის მიმართულებით საქართველო ერთ-ერთ საუკეთესო პრაქტიკის მქონე ქვეყნაა, სადაც რეგისტრაცია ერთი პროცედურით, იმავე დღეს არის შესაძლებელი. მთლიანი პროცესი ელექტრონულად მიმდინარეობს და საბოლოო პროდუქტი - ელექტრონულად ხელმოწერილი ამონაწერი - დაინტერესებული პირისთვის ოფიციალურ ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.
 
ქალაქ მილანში გამართულ EBRA-ს წლევანდელ კონფერენციაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ქრისტინე კუპრავა და ბიზნესის რეგისტრაციის სამსახურის უფროსი ნინო მესხი მონაწილეობდნენ.
 
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2012 წლიდან საერთაშორისო ასოციაცია EBRA-ს წევრია და აქტიურად არის ჩართული მის ღონისძიებებში.
 
ყოველწლიური კონფერენცია EBRA-ს ძირითადი ღონისძიებაა, რომელიც მიზნად ისახავს ევროპის ქვეყნების ბიზნესის რეესტრების გამოცდილების გაზიარებას, აქტუალური საკითხების განხილვას და ინოვაციების გაცნობას.
 
ღონისძიება ევროპის ქვეყნების ბიზნეს რეესტრების წარმომადგენლების გაცნობის, მათ ქვეყნებში არსებული სიტუაციის, რეგულაციებისა თუ მიღწევების შესახებ ინფორმაციის გაცვლის კარგი საშუალებაა და მნიშვნელოვანია ბიზნესის რეესტრის განვითარებისთვის.