საჯარო გამოქვეყნება

მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, სამტრედიისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ერთეულებში ჩატარებული საკადასტრო სამუშაოების მონაცემები საჯაროდ გამოქვეყნდა.

21 აპრილიდან 21 მაისის ჩათვლით სამტრედიისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში შემავალ ადმინისტრაციული ერთეულების ადგილობრივ მაცხოვრებლებსა და დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ აგეგმვითი სამუშაოების შედეგებს, სარეგისტრაციო დოკუმენტაციას, გადაწყვეტილებებს აზომილ ნაკვეთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ და საკადასტრო რუკებს საჯაროდ გაეცნონ.

მონაცემების გაცნობა შესაძლებელია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე www.napr.gov.ge , www.slr.napr.gov.ge

სამტრედიის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე
https://samtredia.gov.ge/ka/
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე
https://www.lagodekhi.gov.ge/

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში,
ადმინისტრაციული ერთეულების: ღანირის, დიდი ჯიხაიშის, ნაბაკევის, ეწერის, იანეთის, ბაშის, საჯავახოს,
გომის, გორმაღალის ადმინისტრაციულ შენობებში. ასევე, იუსტიციის სახლებში.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში,
ადმინისტრაციული ერთეულების: ქალაქ
ლაგოდეხის, შრომის და ფონას ადმინისტრაციულ შენობებში. ასევე, იუსტიციის სახლებში.


იმ შემთხვევაში, თუკი არ ეთანხმებით საკადასტრო აღწერის (მიწის აზომვის) შედეგებს, გთხოვთ, 21 აპრილიდან 21 მაისის 16:00 საათის ჩათვლით, მოგვმართოთ განცხადებით.
აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, შედეგები თქვენ მიერ მოწონებულად ჩაითვლება.

დამატებითი კითხვის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: +(995 32) 2 405 405.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №798 ბრძანებით განსაზღვრულ 59 მუნიციპალიტეტში სისტემური რეგისტრაციის პროექტს ახორციელებს.