დასაქმების ფორუმი

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტებს დასაქმების პერსპექტივას სთავაზობს

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მიერ გამართულ დასაქმების ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

ფორუმის ფარგლებში, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს საშუალება ჰქონდათ, გასაუბრებოდნენ სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებს და გაცნობოდნენ მათთვის სასურველ ვაკანსიას.

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, ასევე, ბაკალავრებსა და მაგისტრებს, შესთავაზა, დასაქმდნენ იურიდიული მიმართულებით, ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტში.

დასაქმების ფორუმს, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, ესწრებოდნენ როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლები.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აქტიურად ზრუნავს სტუდენტების კარიერულ განვითარებაზე, ასევე, მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში სააგენტო მუდმივად ასაქმებს სტუდენტებს.