FIG კონფერენცია

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ამზომველთა საერთაშორისო ფედერაციის (FIG) კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დელეგაცია ქალაქ ორლანდოში ამზომველთა საერთაშორისო ფედერაციის 46-ე გენერალურ ასამბლეას დაესწრო.

კონფერენციის მთავარი მიზანი ყოველწლიურად საამზომველო და გეოსივრცითი საქმიანობის აქტუალური საკითხების, მიწის ადმინისტრირების უახლესი მიდგომების, არსებული სამართლებრივი გამოწვევებისა და პროფესიული სტანდარტების განხილვაა. ღონისძიებაზე, ასევე, განიხილება გეოსივრცითი ინფორმაცია და პროდუქტები, გეოსივრცითი სფეროს მიღწევები და პრიორიტეტები.

საერთაშორისო კონფერენციას 115 ქვეყნის 1500-მდე წარმომადგენელი ესწრება.

ვიზიტის ფარგლებში, ქართული დელეგაცია, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის - დავით დევიძის ხელმძღვანელობით, დაესწრო FIG-ის გახნის ცერემონიას, 2023-2026 წლების სამუშაო გეგმას გაეცნო და ასოციაციის პრეზიდენტს შეხვდა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2022 წელს ამზომველთა საერთაშორისო ფედერაციის (FIG) აფილირებული წევრი გახდა. ორგანიზაციის წევრობა სააგენტოს შესაძლებლობას აძლევს, საამზომველო საქმიანობის, გეოგრაფიული მონაცემებისა და მიწის ადმინისტრირების მიმართულებით გაიზიაროს საუკეთესო პრაქტიკა და მიღებული გამოცდილებით, კიდევ უფრო მეტად განავითაროს და მომხმარებლებისათვის ხელმისაწვდომი გახადოს სერვისები.