შეფასების ერთიანი სისტემა

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) სახელმწიფო სერვისების მიწოდების პროექტის სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები შეფასების ერთიანი სისტემის შექმნასა (CAF) და მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევასთან დაკავშირებით ექსპერტთა ჯგუფს შეხვდნენ.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა დისკუსია მომსახურების გაუმჯობესებაზე სერვისის მიწოდების ოთხი მიმართულებით - სერვისების შექმნა, მიწოდება, ხარისხის უზრუნველყოფა და განფასება.

აღნიშნული ტრენინგების შედეგად გაუმჯობესდება საჯარო სერვისის გამცემი უწყებების წარმომადგენელთა კომპეტენციები ოთხივე მიმართულებით.

სამუშაო შეხვედრის დასასრულს სააგენტოსა და პროექტის წარმომადგენლებმა სამომავლო გეგმა დასახეს და პროექტის ერთობლივ ხედვაზე ისაუბრეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე - ელისო გელაშვილი, სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, ასევე, პროექტის ორგანიზატორები ექსპერტებთან ერთად.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ჩართულია საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) სახელმწიფო სერვისების მიწოდების პროექტში. რეფორმის მიზანია ქვეყანაში სახელმწიფო სერვისების შექმნისა და მიწოდების მიმართულების განვითარება, ასევე, ამ მხრივ ერთიანი მიდგომების დანერგვა.