შეხვედრა მესტიაში

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მესტიის მუნიციპალიტეტში აზომვითი სამუშაოები დაიწყო

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა მესტიის მუნიციპალიტეტის მერთან - კაპიტონ ჟორჟოლიანთან, მოადგილეებთან და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

სააგენტოს თავმჯდომარემ - დავით დევიძემ, სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, შეხვედრის მონაწილეებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს მესტიის მუნიციპალიტეტში მიწის სისტემური რეგისტრაციის მიმდინარეობის შესახებ, სადაც მომდევნო თვეებში სრულად აიზომება მუნიციპალიტეტში შემავალი ადმინისტრაციული ერთეულები.

მიწის სისტემური რეგისტრაცია მთელი საქართველოს მასშტაბით, ქვეყნის 59 მუნიციპალიტეტში ხორციელდება (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა და ოკუპირებული ტერიტორიებისა).

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2022-2024 წლებში გეგმა-გრაფიკის მიხედვით ზომავს და კერძო, სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში არეგისტრირებს მიწის ნაკვეთებს.

მიწის სისტემური რეგისტრაცია უფასოა.

მიწის სისტემური რეგისტრაცია 2024.

კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: slr.napr.gov.ge/schedule