საჯარო გამოქვეყნება

მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მესტიის მუნიციპალიტეტის ჭუბერის და ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ხულოს მუნიციპალიტეტის ღორჯომის, აგარას, თხინვალას და დეკანაშვილების ადმინისტრაციულ ერთეულებში, ხაშურის მუნიციპალიტეტის ხალების, ქვიშხეთის და სურამის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ცახის, ხვანჭკარის, იწის და ხიდიკარის ადმინისტრაციულ ერთეულებში ჩატარებული საკადასტრო სამუშაოების მონაცემები საჯაროდ გამოქვეყნდა.

8 სექტემბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით, მესტიის, ხაშურის, ხულოსა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში შემავალ ადმინისტრაციული ერთეულების ადგილობრივ მაცხოვრებლებსა და დაინტერესებულ პირებს, შესაძლებლობა აქვთ აგეგმვითი სამუშაოების შედეგებს, სარეგისტრაციო დოკუმენტაციას, გადაწყვეტილებებს აზომილ ნაკვეთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ და საკადასტრო რუკებს საჯაროდ გაეცნონ.

მონაცემების გაცნობა შესაძლებელია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე www.napr.gov.ge , www.slr.napr.gov.ge

მესტიის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე

https://mestia.gov.ge/

ხულოს მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე

https://khulo.gov.ge/

ხაშურის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე

https://khashuri.gov.ge/

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე

https://ambrolauri.gov.ge/

მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, ადმინისტრაციული ერთეულების: ჭუბერის, ხაიშის ადმინისტრაციულ შენობებში. ასევე, იუსტიციის სახლებში.

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, ღორჯომის, აგარას, თხინვალას და დეკანაშვილების ადმინისტრაციულ შენობებში. ასევე, იუსტიციის სახლებში.

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში ხალების, ქვიშხეთისა და სურამის ადმინისტრაციულ შენობებში. ასევე, იუსტიციის სახლებში

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში.ჭყვიშის, ცახის, ხვანჭკარის, იწის და ხიდიკარის ადმინისტრაციულ შენობაში. ასევე, იუსტიციის სახლებში

იმ შემთხვევაში, თუკი არ ეთანხმებით საკადასტრო აღწერის (მიწის აზომვის) შედეგებს, გთხოვთ, 8 სექტემბრიდან 8 ოქტომბრის 16:00 საათის ჩათვლით, მოგვმართოთ განცხადებით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, შედეგები თქვენ მიერ მოწონებულად ჩაითვლება.

დამატებითი კითხვის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: +(995 32) 2 405 405.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №798 ბრძანებით განსაზღვრულ 59 მუნიციპალიტეტში სისტემური რეგისტრაციის პროექტს ახორციელებს.