საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში დასაქმება გრძელდება.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს რეფორმის ფარგლებში კონკურსის წესით შერჩეულ ახალ ამგეგმავებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ჰქონდათ.
შეხვედრაზე სააგენტოს წარმომადგენლები შერჩეულ კანდიდატებს პროექტის ეფექტიანად განხორციელებისთვის საამზომველო პროცესების მაღალი სტანდარტით შესრულების მნიშვნელობაზე ესაუბრნენ.
მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, ამგეგმავების პროფესიულ გადამზადებას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს. შერჩეული კანდიდატები სამი თვის განმავლობაში გაივლიან როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული სწავლების კურსს.
მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა 2022 წლის 1 იანვრიდან დაიწყო და 2024 წლის ბოლომდე დასრულდება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო სისტემური წესით, გეგმა-გრაფიკის მიხედვით, ზომავს და კერძო, სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში, სრულიად უფასოდ, არეგისტრირებს მიწის ნაკვეთებს.