SECR დელეგაციის ვიზიტი

ლიეტუვას სახელმწიფო რეესტრების ცენტრის (SECR) დელეგაციის ვიზიტი

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებულ რეფორმებსა და მიღწევებს ლიეტუვას სახელმწიფო რეესტრების ცენტრის დელეგაცია გაეცნო.

საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში, დელეგაციის წარმომადგენლები უწყების უძრავი ქონების რეგისტრაციის, ბიზნესის რეგისტრაციის, ელექტრონული სერვისებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების მიმართულებით დანერგილი პროექტებისა და სამომავალო გეგმების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.

მეგობარი უწყების წევრებისთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო სააგენტოს ერთი ფანჯრის პრინციპის მოდელის და რეგისტრაციების პროცესში ტექნოლოგიური პროექტების (ბლოკჩეინის, სმარტ კონტრაქტებისა ,ხელოვნური ინტელექტი) გამოყენების საკითხები.

საინფორმაციო შეხვედრას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე დავით დევიძე, სააგენტოს სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლები, ლიეტუვას სახელმწიფო რეესტრების ცენტრის სტრატეგიული განვითარების მიმართულების დირექტორი და ცენტრის სხვა წევრები ესწრებოდნენ.

ვიზიტის ფარგლებში, სააგენტოს სარეგისტრაციო დეპარტამენტსა და კადასტრის სამსახურში საინფორმაციო ტური მოეწყო, სადაც სტუმრები ქონების რეგისტრაციისა და საკადასტრო მონაცემების დიგიტალიზაციისა და დამუშავების პროცესებს გაეცნენ.

ლიეტუვას სახელმწიფო რეესტრების ცენტრის დელეგაცია საქართველოში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში იმყოფებოდა.