ყაზახეთის უნივერსიტეტის ვიზიტი

საჯარო რეესტრის წარმატებულ რეფორმებს ყაზახეთის კასპიის სახელმწიფო უნივერისტეტის დელეგაცია გაეცნო

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ყაზახეთის კასპიის უნივერსიტეტის კერძო სამართლის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დელეგაცია ესტუმრა.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრები სააგენტოს უძრავი ქონების, კადასტრისა და ბიზნესის რეგისტრაციების სამსახურში დანერგილ წარმატებულ სისტემებსა და ინოვაციურ სერვისებს გაეცნენ. გარდა ამისა, დეტალურად გაიზიარეს საქართველოს გამოცდილება უძრავი ქონებისა და ბიზნესის რეგისტრაციების სამსახურებში არსებული სამართლებრივი ასპექტების შესახებ.

ყაზახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაციის წევრებს სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, ვახტანგ ბოხაშვილმა სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, ჩამოსულ სტუმრებს საჯარო რეესტრის შესახებ ზოგადი და თემატური პრეზენტაციები წარუდგინა.

საინფორმაციო შეხვედრის გარდა, სტუმრებისთვის გაცნობითი ხასიათის ტური გაიმართა, სადაც თითოეული სამსახურის მუშაობის სპეციფიკას ადგილზე გაეცნენ.

ყაზახეთის დელეგაციას წარმოადგენდნენ, ყაზახეთის კასპიის სახელმწიფო უნივერსიტეტის კერძო სამართლის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, მკვლევრები და პროფესორები.