პირველი სამართლებრივი ფორუმი

საქართველომ პირველ ქართულ-აზერბაიჯანულ სამართლებრივ ფორუმს უმასპინძლა

ბათუმში ქართულ-აზერბაიჯანული სამართლებრივი ფორუმი გაიმართა. შეხვედრა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და მისმა აზერბაიჯანელმა კოლეგა ფიქრათ მამადოვმა გახსნეს. ორ დღიანი მუშაობა, კოლეგებთან ერთად იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ ტყეშელაშვილმა შეაჯამა.

სამართლებრივი ფორუმის მიზანი ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის გამოცდილების გაზიარება და სამართლებრივი ურთიერთობის გაღრმავება იყო. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოსა და აზერბაიჯანის იუსტიციის მინისტრების მოადგილეები; სასამართლო ხელისუფლების, პროკურატურის, ადვოკატთა კორპუსის წარმომადგენლები. იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სააგენტოს თავმჯდომარე დავით დევიძე და მოადგილე ვახტანგ ბოხაშვილი წარმოადგენდნენ.

ფორუმზე იმსჯელეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: მართლმსაჯულების სისტემის გაძლიერება, სერვისების დიგიტალიზაცია, პენიტენციური და პრობაციის სისტემების გაძლიერება, სამართლებრივი ურთიერთდახმარება; განიხილავენ კონკრეტულ ინიციატივებსა და მიმართულებებს სამომავლო თანამშრომლობისათვის.

ქართულ-აზერბაიჯანული სამართლებრივი ფორუმი,ქალაქ ბათუმში, ორი დღის განმავლიბაში მიმდინარეობდა. ფორუმი ყოველწლიურად გაიმართება და მას საქართველო და აზერბაიჯანი მორიგეობით უმასპინძლებს.