სამუშო შეხვედრა

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონთან დაკავშირებულ სამუშაო შეხვედრაზე მოხსენება წარადგინა

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მონაწილეობა მიიღო USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და ინვესტორთა საბჭოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, რომელიც საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან თანამშრომლობით გაიმართა.

„მეწარმეთა შესახებ“ ახალ კანონთან გამართულ სამუშაო შეხვედრაში სააგენტოს ბიზნესის რეგისტრაციის სამსახურის მენეჯერმა - სალომე ნარიმანიძემ ბიზნესის რეგისტრაციის გამოწვევებზე ისაუბრა.

ღონისძიება მიზნად ისახავდა ახალი კანონის აღსრულებასთან და ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ყველა მონაწილე მხარის მოსაზრებებისა და შეხედულებების გაზიარებას.

მხარეებმა დეტალურად განიხილეს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონი სასამართლო პერსპექტივიდან, კანონთან დაკავშირებული რეკომენდაციები, გამოწვევები, მიზნები და სხვ.

შეხვედრას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და იურიდიულ პირთა რეგისტრაციის დეპარტამენტის უფროსი - სოფიკო ჭავჭანიძე, სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, ესწრებოდა.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა „მეწარმეთა შესახებ“ ახალ კანონთან დაკავშირებული დისკუსია გამართეს, ასევე, განიხილეს რეკომენდაციები.